პროექტის სახელწოდება: ჩვენი სოფლის ისტორია
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო მასალის შესახებ. შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციიდან ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ მათი სოფლის წარმოშობისა დასახელწოდების შესახებ. გაეცნობიან სოფელში გამორჩეული ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წ.
ვადები: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას მოცემულ თემაზე. მოიძიებენ ინტერნეტში, ძველ ჟურნალებში და გაუზიარებენ ერთმანეთს მიღებულ ცოდნას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები, სლაიდები, პროექტორი, რუკები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა პირველი: კლასს გავაცნობ რა სამუშაოს ამ სამუშაოს შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს პროექტის განხორციელებისას. კლასს გავყოფ სამ ჯგუფად
აქტივობა მეორე: თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას. პირველი ჯგუფის დავალება იქნება მოიძიონ ცნობები ლესის წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ.
მეორე ჯგუფის დავალება იქნება მოიძიონ ინფორმაცია სოფლის გამორჩეული ადამიანების შესახებ.
მესამე ჯგუფი გააკეთებს კედლის გაზეთს.
საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია.
ისტ. X. 3. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
- ბიბლიოთეკაში ინტერნეტში მოიძიებს საჭირო ლიტერატურას (ინფორმაციას).
პროექტის ხელმძღვანელი: ალექსანდრე დარჩია.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: adarchia7@gmail.com